სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! 15.04.2026

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

2026 წლის 19 აპრილს,  სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi-ში  ტარდება განათლების საერთაშორისო  გამოფენა.

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს (როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიანს).

სტუდენტებსა და კურსდამთვრებულებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (DAAD, French Institute, Embassy of US, Embassy of UK and etc) წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე

გამოფენაზე დასასწრებად  მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გავლა  შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/fNuFTuyCQskhpzBq6

 ჩატარების თარიღი და დრო: 2026 წლის 19 აპრილს; 12:00-დან 17:00-საათამდე

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმარმატებას!

მსგავსი სიახლეები

ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად 05.10.2020

ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად

პარასკევს 2 ოქტომბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნ...

ვრცლად
Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული 07.03.2021

Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული

წარმატებით  დასრულდა Erasmus+ KA107  პროექტის I ეტაპი, რომელიც   რუმინეთის, პიტეშტის უ...

ვრცლად