თჰუ-ის ასოცირებული პროფესორი ლია მანია FDI World Dental Congress 2026-ზე
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის დოქტორი ქ.ნ ლია მანია თჰუ -ის მხარდაჭერით იმყოფებოდა სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ყოველწლიურ კონგრესზე FDI World Dental Congress 2026 @fdiwdc2026, რომელიც ჩატარდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ა.წ -ის 4-7 სექტემბერს.
FDI World Dental Congress 2026 სტომატოლოგიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება. კონგრესმა 100-ზე მეტი ქვეყნიდან 8,000-ზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი და გააერთიანა მსოფლიოს წამყვანი კლინიცისტები, მკვლევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ინდუსტრიის ექსპერტები.
კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასევე თავისუფალი სამეცნიერო კომუნიკაციებისა და ePoster-ის სექცია, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი კვლევებისა და კლინიკური გამოცდილების საერთაშორისო პროფესიული აუდიტორიის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა მისცა. კონფერენციის ფარგლებში ქნ. ლია მანიამ მონაწილეობა მიიღო პოსტერების სექციაში, სადაც წარადგინა ნაშრომი " Periapical Cyst Treatment: A Report of Two Caes". სასიხარულოა, რომ ნარშომი გამოქვეყნდება FDI -ის რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში International Dental Journal -ში.
ნაშრომის გამოქვეყნება საერთაშორისო, რეფერირებად და მაღალი იმპაქტის მქონე სამეცნიერო ჟურნალში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წარმოდგენილი კლინიკური გამოცდილების აკადემიურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამეცნიერო ღირებულებას.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკურ რეზიდენტურაში!
ვრცლადტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში
2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერ...
ვრცლადთჰუს დახმარებით ორსანტიაში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო
უკვე სამაგრელოში ორსანტიაში სკვერი–სამკითხველო გაიხსნა. ამ პროექტის მიხედვით ოკუპაციის გამყოფ ხაზთან...
ვრცლად
