ხელოვნური ინტელექტი კვლევაში: თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი Erasmus+-ის ტექნიკური დახმარების მისიაზე (TAM)
თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელები ციფრული ეპოქის კვლევით პრაქტიკებზე გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
2026 წლის 24 სექტემბერს თბილისში გაიმართა Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული სრულდღიანი ღონისძიება „ტექნიკური დახმარების მისია (TAM) – ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეპოქა: გავლენა ინსტიტუციური კვლევის პრაქტიკაზე“.
ღონისძიებას თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან დაესწრნენ კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი, დოქტორი ირმა მესირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი.
შეხვედრა განკუთვნილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი კვლევითი ცენტრებისა და ეროვნული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეებმა განიხილეს:
- კვლევის პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი ევროპული ტენდენციები;
- ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გავლენა კვლევის მეთოდოლოგიაზე, მენეჯმენტსა და დამხმარე სტრუქტურებზე, ასევე კვლევითი ორგანიზაციების ინსტიტუციური გამოცდილება;
- კვლევის ხარისხის, ეფექტიანობისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება, კვლევითი მონაცემების მართვა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
ღონისძიებაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის თანამედროვე, ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
მსგავსი სიახლეები
ღია კონკურსის შედეგები
ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამო...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
* ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის კვალიფიცირებულ და ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფ...
ვრცლადმობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! * 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის...
ვრცლად
