სამშენებლო ჰიპერმარკეტ "მოდუსის" წარმომადგენელთა შეხვედრა  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან 03.10.2026

სამშენებლო ჰიპერმარკეტ "მოდუსის" წარმომადგენელთა შეხვედრა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან

2026 წლის 30 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს, სამშენებლო ჰიპერმარკეტ "მოდუსის" წარმომადგენლები ეწვივნენ.

ჰიპერმარკეტი "მოდუსი", ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია  და 25 წელზე მეტია სამშენებლო და სარემონტო მიმართულებით მომხმარებელთა რჩეულ კომპანიათა შორისაა.

კომპანია "მოდუსის" წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან გამართეს გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია,- "გახდი მოდუსელი".

შეხვედრა, დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დასვეს არაერთი საინტერესო კითხვა, რომელიც ეხებოდა დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, სწავლის ხელშეწყობას, კარიერულ ზრდასა და ბონუსთა სისტემას. აღნიშნულ კითხვებზე ამომწურავად უპასუხეს დამსაქმებლებმა.

დასასრულს, სტუმრებმა კომპანიის სახელით, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ბოლოს კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და კომპანია "მოდუსის" წარმომადგენელთა შორის შედგება შეთანხმება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 01.06.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულზე“ 2021 წლის 5 ივნ...

ვრცლად
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ 12.05.2025

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

ეძებ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობებს? მაშინ ეს ფორუმი შენთვისაა! გიწვევთ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დასაქმების ფორუმზე &mdash...

ვრცლად