თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 16.10.2026

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 6 ნოემბერს, 15:00 საათზე, აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ელექტრონული მონაცემთა ბაზები და მათი გამოყენება აკადემიურ საქმიანობაში“.

საჯარო ლექციას წარუძღვება საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის წარმომადგენელი, მარიკა ჟორჟოლიანი.

შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის პრინციპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

ონლაინ შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის წინა დღეს და შეხვედრის დღესაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაესწროთ შეხვედრას. თქვენი ჩართულობა და აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 04.05.2022
პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება! 11.09.2026

პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება!

გილოცავთ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნი...

ვრცლად
ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან 31.05.2021

ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

2021 წლის 30 მაისს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მო...

ვრცლად