ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა  „Youth of Excellence Scheme of China Program 18.11.2026

ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „Youth of Excellence Scheme of China Program

2027-2028 აკადემიური წლისათვის ჩინეთის მთავრობა საქართველოში, ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამას „Youth of Excellence Scheme of China Program"-ას.

 

  -  პროგრამის მიზანი-ჩინეთის სტიპენდიების საბჭო (China Scholarship Council – CSC) ინიციატივით საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პროფესიული და აკადემიური განვითარების ხელშეწყობა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.

 

სწავლის ხანგრძლივობა ძირითად შემთხვევაში მოიცავს 12 თვეს. ცალკეული პროგრამები ხორციელდება „1+1“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პირველი აკადემიური წლის მანძილზე სწავლობენ ჩინეთში, ხოლო მომდევნო წელს საკუთარ ქვეყანაში აგრძელებენ კვლევით საქმიანობასა და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც

აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

  -  ასაკობრივი ზღვარი - 45 წლამდე;

  -  მინიმალური აკადემიური ხარისხი - ბაკალავრი;

  -  სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი.

 

უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განათლება და პროფესიული გამოცდილება შეესაბამება შერჩეულ სამაგისტრო პროგრამას;

 

  -  აუცილებელი პირობაა კონკურსანტმა პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან წარმოადგინოს წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter) და შემდგომ დარეგისტრირდეს პროგრამის ელექტრონულ პორტალზე:

https://studyinchina.csc.edu.cn/#/login

 

კონკურსანტი, ასევე უნდა მიეკუთვნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:

  -  სახელმწიფო მოხელე (საშუალო და მაღალი რგოლის)

  -  დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;

  -  უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;

  -  საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.

 

განაცხადის შევსებისას სავალდებულოა შემდეგი მონაცემების მითითება:

Scholarship Type: Type A

Agency Number: 1563

Program: Youth of Excellence Scheme of China

 

ელექტრონული განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2027 წლის 29 მარტი.

 

დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი

უნივერსიტეტისა და სამაგისტრო პროგრამის პირობების მიხედვით.

კანდიდატთა შერჩევის პროცეს იმოიცავს ორ ეტაპს:

 

  -  პირველადი შეფასება: ჩინეთის სტიპენდიების საბჭო ამოწმებს წარმოდგენილ

სააპლიკაციო დოკუმენტაციას და კანდიდატების შესაბამისობას პროგრამის

მოთხოვნებთან.

 

  -  ექსპერტული შეფასება: ექსპერტთა კომისია დამატებით განიხილავს კონკურსანტთა განაცხადებს, რის საფუძველზეც განისაზღვრება პროგრამაში ჩარიცხვის შედეგები.

 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება ექსპერტული შეფასების დასრულების შემდეგ.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამების სრულ ჩამონათვალს და

სასტიპენდიო პროგრამის დეტალურ აღწერას.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული

განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 06.09.2019

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად
საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში! 13.06.2019

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

ვრცლად