ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ტრენინგებისა და თანამშრომლობის ცენტრში (Technische Universität Berlin, Zentraleinrichtung Wissenschaftliche Weiterbildung und Kooperation). მან მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში ჩატარებულ ვორკშოპებში. კურსი შეეხებოდა სასწავლო პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას; კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ყველა ეტაპის დროულად და ხარისხიანად შესრულება და მისი მონიტორინგი, გუნდური მუშაობის სასურველი მიმართულებით წარმართვა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ასევე - შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფა და სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მათი ერთნაირი წარმატებით გამოყენება. გარდა ამისა, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პროფ. ნონა გელიტაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...
ვრცლადDAAD - კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერთათვის
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლევადიან (1-6 თვე) კვლევით სტიპენდიაზე ახალგაზრდა მეცნიერთათვ...
ვრცლადშეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციის DC-Legal-ის წარმომადგენლებთან
2019 წლის 2 მაისს, თჰუ სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა შეხ...
ვრცლად
