ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
2019 წლის 22-24 თებერვალს, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერება პრაქტიკისა და განვითარებისთვის“ (International Scientific Conference „Science for Practice and Development“, Baku 2019), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და დეკანის მოადგილე - ირმა წიკლაური. კონფერენციაზე ქალბატონმა ნონა გელიტაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „Условия занятости в ЕС для стран Восточного Партнёрства“ („EU employment conditions for Eastern Partnership countries“).
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ირანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად და რეფერირებად ჟურნალში „ეკონომიკა და ფინანსები“.
მსგავსი სიახლეები
სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის გამოცემის ხარჯები
სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის "Но...
ვრცლადსაქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესი
3 ნოემბერს, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების მესამე საერთაშორისო კონგრესს დაესწრენ თბილისის ჰუმანიტარული...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავარო ნაშრომების დაცვა
2020 წლის 8 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა 2019-2020 წლ...
ვრცლად
