მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 06.08.2019

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

-  2019–2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის (გარე მობილობისათვის) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:

ა) სამართლის  საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი;

ბ) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი;

გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 3 ადგილი;

დ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 7 ადგილი;

ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი;

ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი;

ზ) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა  - 5 ადგილი;
თ) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 3 ადგილი;

 

-  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე, სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ვებ–გვერდზე ელექტრონულად (www.emis.ge );


-  2019 წლის 22 აგვისტოს 10.00 საათიდან 13 სექტემბრის 17.00 საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა :

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა.

მსგავსი სიახლეები

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...

ვრცლად
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა 24.10.2020

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

წარმატებით დასრულდა იურიდიული კვლევის ცენტრისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ერთობლივი პროექტი, სალექციო კურსის...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 26.02.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად