მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
- 2019–2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის (გარე მობილობისათვის) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:
ა) სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი;
ბ) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი;
გ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 3 ადგილი;
დ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 7 ადგილი;
ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი;
ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი;
ზ) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;
თ) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 3 ადგილი;
- თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე, სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ ვებ–გვერდზე ელექტრონულად (www.emis.ge );
- 2019 წლის 22 აგვისტოს 10.00 საათიდან 13 სექტემბრის 17.00 საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა :
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა.
მსგავსი სიახლეები
პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროთეზის ბაზისის სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
2020 წლის 2 ნოემბერს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაიმართა აფილირებული ასისტენტის დოდო მაღრაძის და აფილირებუ...
ვრცლადსაგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქა...
ვრცლადგამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციების ფორმირება და მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების განსაზღვრა“. თბილისის ჰ...
ვრცლად
