 
                                      აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის
ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის
,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს!
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:
- 
	ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები; 
- 
	ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები სტუდენტები); 
- 
	ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. 
თანადაფინანსება განსაზღვრულია:
- 
	500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 80-დან 90%-მდე); 
- 
	700 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში (აკადემიური მოსწრება სასწავლებელში ბოლო სემესტრში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით 90% და მეტი); 
- 
	300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების შემთხვევაში. 
სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში (სწავლების ყველა საფეხურის გათვალისწინებით) პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება ფინანსდება მხოლოდ 2-ჯერ. ასევე, ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსება 2-ჯერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
განმცხადებელს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დევნილის მოწმობის ასლი;
- ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი;
- რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან;
- სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით);
- წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
- ინვოისი (ცნობა პირის მიერ სასწავლებლისათვის გადასახდელი სწავლის წლიური საფასურის ოდენობის თაობაზე, სადაც მიეთითება განცხადების შემოტანის მომენტისათვის სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა).
საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!
განცხადებების მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მისამართი: თბილისი, უზნაძის ქ. N 68.
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ შემდეგ ბმულს:
http://abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-EDUCATION-AND-CULTURE/news/8462/ge
პატივისცემით,
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური (ოთახი N 5)
მსგავსი სიახლეები
თჰუ წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო კერძო უმაღლესი სასწავლებლების პირველ (დამფუძნებელი) კონფერენციაზე
2018 წლის 2 მარტს, თჰუ წარმომადგენლობამ მონაწი...
ვრცლად2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით
2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენები...
ვრცლადონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ 2021 წლის 18 ნოემბერს 1...
ვრცლად 
    
 
             
                                               
                                              