ბრძანება - თჰუ შენობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე
თჰუ შენობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 -მუხლის შესაბამისად
ვბრძანებ:
1. სავალდებულოა თჰუ შენობაში (დახურულ სივრცეში) მყოფი პირებისათვის პირბადის ტარება;
2. იმ შემთხვევაში, თუ თჰუ როგორც იურიდიული პირი დაჯარიმდება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის თანამშრომელთა მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ჯარიმის საფასური დაექვითება კანონის დამრღვევ თანამშრომელს ხელფასიდან;
3. აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული წესი გავრცელდეს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე;
4. დაევალოს თჰუ ადამიანური რესურსების სამსახურს აღნინშული ბრძანებით გათვალსიწინებული წესების გაცნობა თჰუ პერსონალისთვის;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში;
6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თჰუ იურიდიული სამსახურის უფროსს (ნ.დუდაშვილი);
7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს თჰუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
ვალენტინა საყვარელიძე
რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
მსგავსი სიახლეები
თჰუში ჩატარდება ონლაინ- ტრანსლაცია «სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სტომატოლოგებისათვის»
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ონლაინ- ტრანსლაცია «ს...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლად
