ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები 14.12.2019

ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები

პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე,- "ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები". ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. მიღებული ინფორმაცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები. 

შეხვედრაზე განიხილეს თემები:

·  როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში

·  როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას

·  როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან

·  როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია

მსგავსი სიახლეები

თჰუს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე 05.02.2021

თჰუს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ეგიდით და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უ...

ვრცლად
პროექტი  უწყვეტი განათლება 28.04.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები„

ვრცლად