ცხადდება რიგგარეშე მობილობა 25.07.2022

ცხადდება რიგგარეშე მობილობა

შპს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტში ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 20 ადგილი.

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი.

გ) ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 25  ადგილი.

დ) ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ადგილი.

ე) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი.

ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 20 ადგილი.

ზ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ადგილი.

 

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს  2022 წლის 25 ივლისიდან 3 აგვისტოს 17:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის საჭიროა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი;
დ) აკადემიური ცნობა;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ვ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 2 ცალი;
თ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (უცხოელებისათვის);
ი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).

 

მსგავსი სიახლეები

საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამა 03.10.2022

საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამა

► აისეკ საქართველო (AISEC in Georgia) და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (Tbilisi Humanitarian University) ურთიერთთა...

ვრცლად
ღია კონკურსი 12.09.2022

ღია კონკურსი

შპს „თბილისის ჰუმანიტარული...

ვრცლად