აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ
აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტურ პროექტებს შორის საერთაშორისო ტექნოლოგიების კონკურსი
21 აპრილს ტექნოპარკში Microsoft-ის მხარდაჭერით სტუდენტურ პროექტებს შორის საერთაშორისო ტექნოლოგიების კონკურსი "Imagine Cup 2018&quo...
ვრცლადვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. მათ აკადემიის რექტო...
ვრცლად
