საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის 22.02.2021

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის

2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.


შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ  მანჰაიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი  კარსტენ შეფერი, გერმანიიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი როინ მიგრიაული, საქართველოდან.


მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია, როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“ 04.06.2020

საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

12 ივნისს, 18.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაი...

ვრცლად
გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ დავით გეფერიძის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო 26.08.2020

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ დავით გეფერიძის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დავით გეფერიძის თანაავტორობით...

ვრცლად
ნარდისა და ჭადრაკის ტურნირი 16.03.2019

ნარდისა და ჭადრაკის ტურნირი

14 მარტს საქართველოს ნარდისა და ჭადრაკის ეროვნული ფედერაციისა და თბილისის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ო...

ვრცლად