საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 19.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 18 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ქმედუნარიანობა სამოქალაქო სამართალში და მხარდაჭერის მიმღების სტატუსი  სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ლელა ნადიბაიძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორმა, ლელა ნადიბაიძემ საინტერესოდ წარმოაჩინა პირთა ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული თავისებურებანი სამოქალაქო სამართალში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარდაჭერის მიმღების სტატუსთან მიმართებით  კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე. მან ასევე ისაუბარა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებში დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტებზე  და ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძვლებზე.

აღნიშნულმა თემატიკამ  მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია! 13.12.2018

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარ...

ვრცლად
სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს 16.05.2022

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს

მოსამართლის დღესთან დაკავშირებით,

ვრცლად