სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში - Proposal Writing Camp for Georgia 04.06.2021

სემინარი საპროექტო განაცხადების მომზადებაში - Proposal Writing Camp for Georgia

გაცნობებთ, რომ ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2021 წლის 28, 30 ივნისსა და 2 ივლისს მართავს სემინარს საპროექტო განაცხადების მომზადებაში "Proposal Writing Camp for Georgia", რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა "Horizon Europe"-ში წარმატებული მონაწილეობის ხელშეწყობას.
 
სემინარი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, როლებიც "Horizon Europe"- ის კონკურსებში მონაწილეობას გეგმავენ. კონსულტაციების მიზანია საპროექტო განაცხადების მომზადების, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პარტნიორების შერჩევის და საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის მიმართულებით სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მონაწილეთათვის.
 
სემინარში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის გასავლელად (18 ივნისამდე) ეწვიეთ ბმულს: 

მსგავსი სიახლეები

ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში. 26.05.2024

ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპის კვლევითი ინსიტუტის ყოველწლიურ...

ვრცლად
ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი 29.04.2020

ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი

ა/ო ,,ახალგაზრდული გაერთიანება“ გთავაზობთ ახალ პროექტს ონლაინ იმიტირებული სასამ...

ვრცლად