სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 27.06.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი“

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 

სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. 
ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები 06.09.2019

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები

2020 წლის 26-27-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში და იყალთოს აკადე...

ვრცლად
ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 16.10.2019

ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ პოლონეთის, კერძოდ ბიდგოშის ეკონ...

ვრცლად