სამეცნიერო ვორქშოპი: კიბერუსაფრთხოების ანალიზი და პრევენციული მექანიზმები ბიზნესში
2025 წლის 22 და 23 მაისს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო ვორქშოპი თემაზე: „კიბერუსაფრთხოების ანალიზი და პრევენციული მექანიზმები ბიზნესში“, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობას.
ვორქშოპს ხელმძღვანელობდა SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, ბატონი ერნსტ შულთენი (Ernst Schulten) – აშაფენბურგის უნივერსიტეტიდან (გერმანია). ბატონი შულთენი მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნეს პროცესების ანალიტიკის სფეროში და უძღვება 150-ზე მეტ კურსს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კომპანიაში, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
სამეცნიერო ვორქშოპის პროგრამა მოიცავდა კიბერუსაფრთხოების აქტუალურ და პრაქტიკულ თემებს, მათ შორის:
- ბიზნესში კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა;
- ბიზნესში გავრცელებული კიბერ საფრთხეები;
- კიბერ უსაფრთხოების ანალიზი;
- პრევენციული მექანიზმები ბიზნესისთვის;
- კიბერ უსაფრთხოების განხორციელების ძირითადი გამოწვევები;
- კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოების როლი;
- კიბერ უსაფრთხოების მომავალი ტენდენციები ბიზნესში.
ვორქშოპს ესწრებოდნენ ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური პერსონალი და დამსაქმებლები.
ღონისძიება ხელს უწყობდა აკადემიურ და პრაქტიკულ გარემოებებს შორის კავშირის გაძლიერებას, სტუდენტებისა და დამსაქმებლების ინტერაქციას და თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას.
ვორქშოპის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათთვის დამატებით ღირებულებას ქმნის პროფესიულ განვითარებაში და მომავალი კარიერული ნაბიჯების დაგეგმვაში.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება
2019 წლის 07 მაისს 14:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენ...
ვრცლად