გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia 11.08.2022

გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia

2022 წლის სექტემბერში  ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA-ს პროექტის მასპინძელია; კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ს ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC).

EIA-ს პროგრამა განკუთვნილია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის (ან მათთვის, ვინც უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ მეწარმეობა და იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე. EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.

EIA-ს პროექტი ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით.

ბანაკში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე:

https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8

მსგავსი სიახლეები

6 აპრილის ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის! 01.04.2026

6 აპრილის ვებინარები სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის!

Erasmus+-ის ეროვნული ოფისი, ESN-თან ერთად, 6 აპრილს უმასპინძლებს ონლაინ შეხვედრებს სტუნდეტებისა და ახალგაზრდებისთვის!   შეხვედრებზე დამ...

ვრცლად
ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში. 26.05.2024

ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ყოველწლიურ კონფერენციაში.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა ალექსიძემ მონაწილეობა მიიღო "ევროპის კვლევითი ინსიტუტის ყოველწლიურ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 11.03.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად