ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაცია
10 ნოემბერს 10-00 ზე, მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაციაზე.
OPENJOURNALS.GE შექმნის მიზანია ქართველი მეცნერების ნაშრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
OPENJOURNALS.GE დაფუძნებულია Open Journal Systems (OJS) ბაზაზე და წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.
შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3).
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/T6snCBfzZ1rWPkf97
რეგიონებისთვის შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით დასასწრებად სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ გაიგზავნება Zoom ლინკი.
შეხვედრის განრიგი:
10:00 -10:45 პრეზენტაცია და საიტის ონლაინ დემონსტრირება (ნინო პავლიაშვილი; ნატალი გიორგობიანი)
10:45 – 11:15 კითხვა-პასუხის რეჟიმი
11:15 - ყავის შესვენება
გიგზავნით ღონისძიების FB ლინკს: https://www.facebook.com/events/2010177672512090/?ref=newsfeed
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით
ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე:
ვრცლად
