ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაცია 03.11.2022

ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაცია

10 ნოემბერს 10-00 ზე, მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაციაზე.

 OPENJOURNALS.GE შექმნის მიზანია ქართველი მეცნერების ნაშრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

OPENJOURNALS.GE დაფუძნებულია Open Journal Systems (OJS) ბაზაზე და წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.

შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3).

დასწრება თავისუფალია, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/T6snCBfzZ1rWPkf97

რეგიონებისთვის შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით დასასწრებად სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ გაიგზავნება Zoom ლინკი.

 შეხვედრის განრიგი:

10:00 -10:45 პრეზენტაცია და საიტის ონლაინ დემონსტრირება (ნინო პავლიაშვილი; ნატალი გიორგობიანი)
10:45 – 11:15 კითხვა-პასუხის რეჟიმი
11:15 - ყავის შესვენება

გიგზავნით ღონისძიების FB ლინკს: https://www.facebook.com/events/2010177672512090/?ref=newsfeed

 

 

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში 28.02.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში

თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი...

ვრცლად
ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018 08.05.2018

ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018

პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი   www.HR.ge  ორგან...

ვრცლად