IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ივნისი 2023 წელი 14.11.2022

IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ივნისი 2023 წელი

 

2023 წლის 2 ივნისის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხაა 50 ევრო,  საქართველოს მოქალაქეებისათვის - 50 ლარი, ხოლო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის უფასო.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი დაიბეჭდება.

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2023 წლის 25 მაისი  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com

საკონტაქტო პირი მარინე შავლაყაძე - მობ. 558108069

 

თეზისების გაფორმების მოთხოვნები

  1. თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);

მსგავსი სიახლეები

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 24.01.2022

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის,  მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისა...

ვრცლად
თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა! 03.04.2017

თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...

ვრცლად