სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია, პიტესტის უნივერსიტეტში
2023 წლის 26-28 აპრილს ჩატარდა პიტესტის უნივერსიტეტის, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია, სახელწოდებით - „THE MULTI-CRISIS ENVIRONMENT: ECONOMIC AND LEGAL EFFECTS”.
ღონისძიება მიმდინარეობდა ჰიბრიდულ რეჟიმში. სესიის სამეცნიერო კომისიის წევრებად არჩეული იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი ლალი ფაფიაშვილი.
სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო სესია 6 სექციად ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 114 მომხსენებელი. სესიაზე მოხსენებით წარსდგა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტი გოგა მარგალიტაძე, ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი, მაია მელაძე.
სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები უხლოეს პერიოდში გამოიცემა საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში.
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები
დღეს, 4 მარტს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა თჰუ-ს აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორი...
ვრცლადსტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!
სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარ...
ვრცლად
