ვიზიტი ტექნოპარკში 22.04.2023

ვიზიტი ტექნოპარკში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 13 აპრილს ესტუმრნენ თბილისის ტექნოპარკს. სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია.  მათ  დაათვალიერეს ფაბლაბის სივრცეში განლაგებული სამუშაო  ოთახები: ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები, WEGSTR ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი, CNC რუტერი - პროგრამირებადი ჩარხი InfoTEC 2015, 3D სკანერი - Artec Spider 3D, 3D პრინტერი - Uprint SE Plus, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი - Formech 300XQ,  ექსპოზიციები, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ შეიქმნა. ფაბლაბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული დანადგარები კრეატიული იდეებისა და ინოვაციების განსახორციელებლად.

მსგავსი სიახლეები

ინტერდისციპლინური ვირტუალური მრგვალი მაგიდის დისკუსია 16.03.2021

ინტერდისციპლინური ვირტუალური მრგვალი მაგიდის დისკუსია

მიმდინარე წლის 19 მარტს, 18:30 საათზე (4:30 PM EET), გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქს...

ვრცლად
კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში! 16.12.2016

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში!

2016 წლის 8-11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწ...

ვრცლად