 
                                      თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:
1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);
2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;
3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;
4. ჰუმანიტარული მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;
1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 15 თებერვლიდან 2023 წლის 12 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი № 14, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge
2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საპროექტო წინადადება;
გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;
დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თ...
ვრცლადვებინარი - დაეხმარეთ თქვენს შვილს დაძლიოს შფოთვა და წუხილი
2021წლის 11 მაისს, თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ირინე არჯევანიძე და ეკატერინე სულუხია დაესწრნენ ეგზეტერის უნივერსი...
ვრცლად 
    
 
             
                                               
                                              