საჯარო ლექცია თემაზე - სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები
დღეს, 4 მარტს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა თჰუ-ს აფილირებული ასისტენტ-პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორის, მარიამ გვილავას საჯარო ლექცია თემაზე: „სტრესის გამომწვევი მიზეზები და მასთან გამკლავების სტრატეგიები.“
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, განხილულ იქნა სხვადასხვა პრაქტიკული ქეისები, რომლებიც აუდიტორიას დაეხმარა სტრესთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად აღქმაში.
საჯარო ლექციის მონაწილეებმა მიიღეს ფსიქოლოგის რეკომანდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მათ სტრესულ სიტუაციებში მოქმედებასა თვითორგანიზებაში, ასევე სტრესთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში.
საჯარო ლექცია ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში
2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...
ვრცლადსასერტიფიკატო კურსები ინგლისური ენის მიმართულებით
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ინგლისური ენის მიმართულებით.
ვრცლად
