“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“
ამა წლის 29 მაისს, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება -“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“, რომელიც დაეთმო საბიბლიოთეკო საქმიანობისა და ბიბლიოთეკის როლის განსაზღვრას ღია მეცნიერების განვითარების პროცესში.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, EOSC, EIFL, GEANT, GRENA, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, უცხოელი და ქართველი კოლეგებისგან გაჟღერდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმიანობასა და ღია მეცნიერების პრაქტიკებს განავითარებს.
განხორციელდა ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და რეზიუმირება. დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და ტრენინგები. შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები
ვრცლადკურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019
2019 წლის 28 ივნისს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება კურსდამთავრებულთა ს...
ვრცლად
