DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში 27.03.2021

DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში

მიმდინარე  წლის 24 მარტს  ჩატარდა  DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ გერმანიის წამყვანი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის,  ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, ნონა გელიტაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ლია ჭიღლაშვილი.

შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ  სხვადასხვა კითხვაზე. ფაკულტეტის დეკანებმა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის მიზნით დასახეს სამომავლო გეგმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას,  ურთიერთთანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევებში აქტიურ ჩართულობას. 

მსგავსი სიახლეები

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი 07.06.2019

2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...

ვრცლად
განცხადება 08.12.2025

განცხადება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის 01 დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარულმა უნივერსიტეტმა მორიგი 6 წლიანი ავტორიზაცია მო...

ვრცლად