სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები 23.07.2023

სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები

10 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები.“ ტრენინგი განკუთვნილი იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის. ტრენინგზე განხილული იყო პროცედურები სტატიის გაგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე, ასევე საუბარი იყო სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და მთავარი რედაქტორის როლზე, ავტორისა და გამომცემლის საავტორო უფლებაზე სტატიებთან დაკავშირებით.

ტრენინგს უძღვებოდა DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი, რეცენზიის ექსპერტი - ნათია გაბედავა. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრებმა: პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მარინე შავლაყაძემ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

მე-12 საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 01.03.2021

მე-12 საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

მე-12 საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ...

ვრცლად
თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებულ სემინარს 04.04.2018

თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებულ სემინარს

2018 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრენ...

ვრცლად