საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან!
2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ხარშილაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო სამსახურის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.
პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეთა შორის გაიმართა დიალოგი. შეხვედრაზე, სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, თათია მაზანაშვილმა ისაუბრა თვითმმართველობის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე, მანვე გამოთქვა მოსაზრება პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ლექტორების ჩართულობით დაიგეგმოს საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების საკითხებთან“ მიმართებით.
მსგავსი სიახლეები
გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!
გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრსციის ვადაა 2019 წ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში!
ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების...
ვრცლადტრენინგი - როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის
2021 წლის 13 ივნისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა ირინე არჯევანიძემ და ასოცირებულმა პრ...
ვრცლად
