კარიერული განვითარება AIESEC საქართველოსთან ერთად
2023 წლის 30 ნოემბერს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს პარტნიორი ორგანიზაცია, AIESEC-საქართველო ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ „AIESEC-საქართველო“, მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, იგი ემსახურება სტუდენტთა და ახალგაზრდა თაობის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობას.
ორგანიზაციის წარმომადგენლები უნივერსიტეტში საინფორმაციო დესკს განათავსებენ, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე.
კერძოდ, წარმოდგენილი იქნება სამი ტიპის გაცვლითი პროგრამა, ესენია: Global Teacher, Global Talent და Global Volunteer-ი.
პარტნიორი ორგანიზაცია თჰუ-ს სტუდენტებს სთავაზობს, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში აქტიურ ჩართულობას.
იხ ილეთ Universities
მსგავსი სიახლეები
ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებათა სამეცნიერო სემინარი
2021 წლის 16 ივნისს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: „ფსიქოლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებათა სამეცნიერო სემ...
ვრცლადკარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი სასტუმრო ბილტმორ თბილისში
"კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი"
ვრცლად
