თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით იმყოფება სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა ბრიუსელის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა ბელგიის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ევრო კომისიასა და ევრო პარლამენტს, დაესწრონ ვორქშოფებს და გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.
მსგავსი სიახლეები
სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მ...
ვრცლადსოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია
2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...
ვრცლადსაბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე
2019 წლის 6 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა საბაკალავრო ნაშრომების...
ვრცლად
