თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში 28.02.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში

თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით იმყოფება სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში.  აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა ბრიუსელის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა ბელგიის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ევრო კომისიასა და ევრო პარლამენტს, დაესწრონ ვორქშოფებს და გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.

 

 

მსგავსი სიახლეები

ღია კონკურსის შედეგი 04.04.2024

ღია კონკურსის შედეგი

ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგ...

ვრცლად