საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 05.06.2024

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!

2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“! 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები როგორც რუმინეთიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი (კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი) და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.

რუმინეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 

საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოიცემა თეზისთა კრებულის სახით.

 

მსგავსი სიახლეები

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე 25.04.2025

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე

ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის...

ვრცლად
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ! 10.09.2016

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2016წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემ...

ვრცლად