ისტორია

-  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომელის დაარსდა 1992 წელს. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ საგანამანათლებლო საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე უნივერსიტეტს მიეცა უფლება განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი სპეციალობებით: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, სამართლისმცოდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა.

-  2002 წლიდან უნივერსიტეტი ოფიციალურად იწოდება როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში - თჰუ), რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა უმაღლესი განათლების პროგრამებს შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და კრედიტი, მენეჯმენტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი.

-  2002–2010 წლებში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ახორციელებდა უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს კანონმდებლობაში უნივერსიტეტების სტატუსთან დაკავშირებით შეტანილი საკანონმდებლო ნოვაციების შესაბამისად, უნივერსიტეტმა დააზუსტა თავისი სტატუსი, გახდა სასწავლო უნივერსიტეტი და მთავარ მიზანდ დაისახა საბაკალავრო, სამაგისტრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანი რეალიზაცია. უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

-  თჰუ-ს დაარსებიდან დღემდე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამართლის ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ხოლო 2009 წლიდან ჯანდაცვის ფაკულტეტი.

-  2008-2013 წლებში თჰუ საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებდა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2008 წლის 3 დეკემბრის N36/ს გადაწყვეტილების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 12 აგვისტოს N131 გადაწყვეტილების შესაბამისად.

-  2013 წლის 10 ოქტომბერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს #23 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს-თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს 2013 წლის 3 დეკემბრიდან 5 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზაცია.

-  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 -ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.

-  ამრიგად, 2019 წელი უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელია, რადგან დასრულდა 2013-2018 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის ვადები და უნივერსიტეტმა უნდა შეიმუშაოს 2019- 2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, ამასთანავე მოემზადოს ავტორიზაციის პროცესისათვის, დააკმაყოფილოს ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და მიიღოს ავტორიზებული უნივერსიტეტის სტატუსი.