ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ტრენინგებისა და თანამშრომლობის ცენტრში (Technische Universität Berlin, Zentraleinrichtung Wissenschaftliche Weiterbildung und Kooperation). მან მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში ჩატარებულ ვორკშოპებში. კურსი შეეხებოდა სასწავლო პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას; კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ყველა ეტაპის დროულად და ხარისხიანად შესრულება და მისი მონიტორინგი, გუნდური მუშაობის სასურველი მიმართულებით წარმართვა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ასევე - შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფა და სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მათი ერთნაირი წარმატებით გამოყენება. გარდა ამისა, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პროფ. ნონა გელიტაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება
2021 წლის 28 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და ააიპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრის“ ორგან...
ვრცლად
