ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან
2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან.
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.
უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან.
ამჯერად შეხვედრის თემა იყო: პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები ქვემო ქართლის ბიზნესის და განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესისთვის.
ლევან ჟვანიამ საინტერესოდ ისაუბრა ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე; უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომი შეხვედრა ქვემო ქართლის ტურისტულ ობიექტებზე შედგება.
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში
2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტა...
ვრცლადErasmus + პროგრამის ფარგლებში, სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი ჯანეთ კირილოვას ვიზიტი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტე...
ვრცლად
