Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული 07.03.2021

Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული

წარმატებით  დასრულდა Erasmus+ KA107  პროექტის I ეტაპი, რომელიც   რუმინეთის, პიტეშტის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 1-5 მარტს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 68 ქვეყანის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).

 

საერთაშორისო სასწავლო კვირეულს კოორდინირებას უწევდა Erasmus + ოფისის წარმომადგენელი რუმინეთიდან, კარმენ-ანდრეას  ბურჯეტი  და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი ცერცვაძე.

 

სასწავლო ტრენინგზე, სიტყვით წარსდგნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ელენე კაკაბაძე და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი. ტრენინგის  მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და იდეები. იმსჯელს პანდემიის დროს არსებულ გამოწვევებზე და დასახეს გზები მათ დასაძლევად. 

 

რაც შეეხება პროექტის II ეტაპს, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საშემოდგომო სემესტრისათვის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სატუდენტები მობილობით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ეწვევიან   პიტეშტის უნივერსიტეტს. 

 

ონლაინ საერთაშორისო კვირეულის დღის წესრიგი  

მსგავსი სიახლეები

არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი 14.08.2024

არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი

2024  წლის  22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“  ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწ...

ვრცლად
პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს 26.10.2020

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა პრეზენტ...

ვრცლად