ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 08.06.2024

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება

2024 წლის, 6 ივნისს სსიპ თბილისის 98 საჯარო სკოლასა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრირების, საჯარო, კერძო და უმაღლეს სკოლებს შორის ინფორმაციის, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის მზაობა საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული კომპონენტის  ხელშეწყობისათვის.

მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლანა ყურაშვილი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია 2021 – ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის (გერმანია) 20.07.2021

საერთაშორისო კონფერენცია 2021 – ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის (გერმანია)

2021 წლის 16 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (გერმანია) ეგიდით ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: - „ახალი შეთანხმება გენდერული თანასწორობისთვის&l...

ვრცლად