თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“-თან დაკავშირებულ საინფორმაციო დღეს საქართველოში. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლია ჭიღლაშვილი.
შეხვედრის ორგანიზატორებმა, მათ შორის უცხოელმა კოლეგებმა „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის სტრუქტურის განხილვისას ისაუბრეს დაფინანსების სქემებისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე, გლობალურ გამოწვევებსა და ინდუსტრიულ კონკურენციაზე.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მარი-სკლადოვსკა კიურის (MSCA) სხვადასხვა აქტივობების საკითხების განხილვა, როგორებიცაა, ინოვაციური ტრენინგების ქსელი (ITN), ინდივიდუალური გრანტები (IF), კვლევისა და ინოვაციების სფეროს მომუშავე პერსონალის გაცვლითი პროგრამები (RISE) მათ შორის, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პროგრამები (COFUND).
სტუმრებმა კონკრეტულად ისაუბრეს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტების შესახებ, პროგრამის გაფართოების მიზანზე, ნაკლები აქტივობის კვლევითი სისტემის მქონე წევრი და ასოცირებული სახელმწიფოების მხრიდან კვლევით გრანტებში მონაწილეობის, წარმატების ზრდასა და საჭირო რეფორმების გატარებაზე.
მსგავსი სიახლეები
ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი
ა/ო ,,ახალგაზრდული გაერთიანება“ გთავაზობთ ახალ პროექტს ონლაინ იმიტირებული სასამ...
ვრცლადთჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზ...
ვრცლად
