საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 06.08.2021

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 15-23 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს.

კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები.

დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და კომისიის წევრებმა - ასოც. პროფესორებმა ირმა მოლაშხიამ და ირინა ბენიამ, ასისტენტ-პროფესორმა თამარ საჯაიამ - კურსდამთავრებულებს მიულოცეს სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი 01.02.2020

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა სერტიფიკატი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს კარიერული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი “კა...

ვრცლად
ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები 07.11.2020

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თე...

ვრცლად