ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში! 06.12.2023

ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენა, ექსპოჯორჯიაში!

 

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს 6,7, 8 დეკემბერს, 10:00 საათიდან გიწვევთ 2023 წლის რიგით მე-9 ქართულ-ჩინური პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ჩინური კომპანია, შემდეგი სექტორებიდან: მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო მომსახურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტები/საკვები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მექანიკური და ელექტრო მოწყობილობები, სამრეწველო აღჭურვილობა, ქიმიური პროდუქტები და ბიზნეს მომსახურება.

გამოფენების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაამყაროთ საქმიანი კომუნიკაცია, მოიძიოთ პოტენციური პარტნიორები, მომწოდებლები ან/და მომხმარებლები და გააფართოვოთ ბიზნეს არეალი. 

გამოფენები გაიხსნება 6 დეკემბერს, მე-6 პავილიონში 11:00-12:30 საათზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო ეკონომიკური უწყებების წარმომადგენლები.  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაესწროთ გახსნის ნაწილსაც.

ხოლო პროდუქციის გამოფენები იქნება მე-4 და მე-5 პავილიონებში.

გამოფენაზე სტუმრობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSchDrWRdG12pmuYoByMZf5LYFS1jUlBA7JGkBvTyAALz0VmTw/viewform

მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯია.

მსგავსი სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა 07.05.2020

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა

2020 წლის  15 მაისს  17:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტ...

ვრცლად