თჰუ-ს VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი გიწვევთ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 4 დეკემბერს გაიმართება.
კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული.
თანაორგანიზატორი: საერთაშორისო CEO (კომუნიკაცია, ეკონომიკა, ორგანიზაცია) სოციალურ მეცნიერებათა კონგრესი (CEO Congress), თურქეთი.
სერტიფიკატი და პუბლიკაცია:
- კონფერენციის ყველა მომხსენებელს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
- მიღებული აბსტრაქტების ავტორებმა კონფერენციის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2027 წლის 20 იანვრისა, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომის ვრცელი თეზისი (Extended Abstract) 250–300 სიტყვის მოცულობით, ვრცელი თეზისის მოთხოვნების დაცვით.
- თეზისები გამოქვეყნდება კონფერენციის თეზისების კრებულში, რომელსაც მიენიჭება ISBN და Zenodo-ს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI).
სრული ნაშრომის გამოქვეყნება:
- მიღებული აბსტრაქტების ავტორებს, სურვილისამებრ, შესაძლებლობა ექნებათ, სრული სამეცნიერო ნაშრომი უფასოდ გამოაქვეყნონ თჰუ-ს ყოველწლიურ რეფერირებად ჟურნალში „შრომათა კრებული“, რეცენზირების დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
- სრული ნაშრომი ფორმდება ჟურნალის ავტორთა გზამკვლევისა და APA 7 (APA 7th Edition)-ის შესაბამისად.
ამ შესაძლებლობით სარგებლობის მსურველმა ავტორებმა კონფერენციაზე რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები და ენების სწავლება;
- სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია);
- ბიზნესის ადმინისტრირება და მწვანე ეკონომიკა (მათ შორის, მდგრადი ტურიზმი);
- სტომატოლოგია და ჯანდაცვა (მათ შორის, ფარმაცია);
- ინტერდისციპლინური სექცია: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეთიკა და მდგრადი განვითარება (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები).
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 1 ნოემბერი;
- შედეგების შესახებ შეტყობინება და სარეგისტრაციო ბმულის გაგზავნა – 2026 წლის 13 ნოემბერი;
- რეგისტრაცია – 2026 წლის 13–22 ნოემბერი;
- ვრცელი თეზისის წარდგენის ბოლო ვადა – 2027 წლის 20 იანვარი.
აბსტრაქტის წარდგენის მოთხოვნები:
- ORCID იდენტიფიკატორი (მკვლევრის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი, რომელიც უსასყიდლოდ გაიცემა; მისი არქონის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია: https://orcid.org/register);
- ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია;
- ავტორის ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- ნაშრომი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემაში განსახილველად წარდგენილი;
- ფაილი წარმოდგენილი უნდა იყოს DOC/DOCX ფორმატში;
- აბსტრაქტი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე, 100–150 სიტყვა), ციტატების, ცხრილებისა და ილუსტრაციების გარეშე;
- საკვანძო სიტყვები (3–5).
აბსტრაქტის ტექნიკური პარამეტრები:
- ფორმატი – A4;
- ველები – ყველა მხრიდან 2.54 სმ;
- სტრიქონებს შორის მანძილი – ორმაგი (2.0);
- შრიფტი – Sylfaen, ზომა 11;
- გასწორება – მარცხენა კიდეზე, ერთ აბზაცად, პირველი სტრიქონის შეწევის გარეშე;
- სათაური – Bold, ცენტრში (ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი – Title Case);
- ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID – სათაურის ქვემოთ, ცენტრში;
- საკვანძო სიტყვები – აბსტრაქტის ქვემოთ, დახრილი შრიფტით (Italic) შესრულებული წარწერით „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“.
ვრცელი თეზისის (Extended Abstract) წარდგენის მოთხოვნები:
- მოცულობა – 250–300 სიტყვა (სათაურის, ავტორის მონაცემების, საკვანძო სიტყვებისა და გამოყენებული ლიტერატურის გარეშე);
- ენა – ქართული ან ინგლისური, აბსტრაქტის ენის შესაბამისად;
- სტრუქტურა – შესავალი (პრობლემა და კვლევის მიზანი), მეთოდოლოგია, ძირითადი შედეგები, დასკვნები;
- ციტირება – დასაშვებია, APA 7-ის „ავტორი–თარიღი“ სისტემით (მაგ., (Author, 2020));
- გამოყენებული ლიტერატურა – არაუმეტეს 5 წყარო, ტექსტის ბოლოს, სათაურით „გამოყენებული ლიტერატურა“ / „References“, APA 7-ის შესაბამისად;
- ცხრილები და ილუსტრაციები – არ დაიშვება;
- საკვანძო სიტყვები – 3–5.
ვრცელი თეზისის ტექნიკური პარამეტრები:
- ფორმატი – A4;
- ველები – ყველა მხრიდან 2.54 სმ;
- სტრიქონებს შორის მანძილი – ორმაგი (2.0);
- შრიფტი – Sylfaen, ზომა 11;
- გასწორება – მარცხენა კიდეზე; აბზაცის პირველი სტრიქონის შეწევა – 1.27 სმ;
- სათაური – Bold, ცენტრში (ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი – Title Case);
- ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID – სათაურის ქვემოთ, ცენტრში;
- საკვანძო სიტყვები – სათაურისა და ავტორის მონაცემების ქვემოთ, დახრილი შრიფტით (Italic) შესრულებული წარწერით „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“;
- ლიტერატურის სია – ავტორის გვარის მიხედვით ანბანური რიგით; თითოეული წყაროს პირველი სტრიქონი იწყება მარცხენა კიდიდან, ხოლო მომდევნო სტრიქონები შეწეულია 1.27 სმ-ით (Hanging Indent).
წარდგენის წესი:
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ონლაინფორმის მეშვეობით:
https://forms.gle/GRu6TZ3cMMnnL4H17
- ფორმაში მიუთითეთ ავტორის მონაცემები და ატვირთეთ აბსტრაქტი DOC/DOCX ფორმატში.
- ფაილის ასატვირთად საჭიროა Google-ის ანგარიში.
- მისი არქონის შემთხვევაში აბსტრაქტის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე conference.thu@gmail.com და სათაურის ველში უნდა იყოს მითითებული: „VII Conference – მიმართულების ნომერი – გვარი“ (მაგ.: VII Conference – 3 – დადიანი).
- აბსტრაქტის მიღების შემთხვევაში ავტორებს სარეგისტრაციო ბმული ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ.
- ვრცელი თეზისის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულ ფოსტაზე conference.thu@gmail.com და სათაურის ველში უნდა იყოს მითითებული: „VII Conference – მიმართულების ნომერი – გვარი“ (მაგ.: VII Conference – 3 – დადიანი).
კონფერენციაში მონაწილეობა, ვრცელი თეზისების გამოქვეყნება და სრული ნაშრომების პუბლიკაცია ჟურნალში „შრომათა კრებული“ უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრს: conference.thu@gmail.com
თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი
