თჰუ-ს VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 05.10.2026

თჰუ-ს VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი გიწვევთ VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერდისციპლინურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წლის 4 დეკემბერს გაიმართება.

 

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული.

 

თანაორგანიზატორი: საერთაშორისო CEO (კომუნიკაცია, ეკონომიკა, ორგანიზაცია) სოციალურ მეცნიერებათა კონგრესი (CEO Congress), თურქეთი.

 

სერტიფიკატი და პუბლიკაცია:

  -    კონფერენციის ყველა მომხსენებელს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

  -    მიღებული აბსტრაქტების ავტორებმა კონფერენციის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2027 წლის 20 იანვრისა, უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომის ვრცელი თეზისი (Extended Abstract) 250–300 სიტყვის მოცულობით, ვრცელი თეზისის მოთხოვნების დაცვით.

  -    თეზისები გამოქვეყნდება კონფერენციის თეზისების კრებულში, რომელსაც მიენიჭება ISBN და Zenodo-ს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI).

 

სრული ნაშრომის გამოქვეყნება:

  -    მიღებული აბსტრაქტების ავტორებს, სურვილისამებრ, შესაძლებლობა ექნებათ, სრული სამეცნიერო ნაშრომი უფასოდ გამოაქვეყნონ თჰუ-ს ყოველწლიურ რეფერირებად ჟურნალში „შრომათა კრებული“, რეცენზირების დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

  -    სრული ნაშრომი ფორმდება ჟურნალის ავტორთა გზამკვლევისა და APA 7 (APA 7th Edition)-ის შესაბამისად.

ამ შესაძლებლობით სარგებლობის მსურველმა ავტორებმა კონფერენციაზე რეგისტრაციისას სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი.

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები და ენების სწავლება;
  2. სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა, ფსიქოლოგია);
  3. ბიზნესის ადმინისტრირება და მწვანე ეკონომიკა (მათ შორის, მდგრადი ტურიზმი);
  4. სტომატოლოგია და ჯანდაცვა (მათ შორის, ფარმაცია);
  5. ინტერდისციპლინური სექცია: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეთიკა და მდგრადი განვითარება (მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები).

 

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  -    აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 1 ნოემბერი;

  -    შედეგების შესახებ შეტყობინება და სარეგისტრაციო ბმულის გაგზავნა – 2026 წლის 13 ნოემბერი;

  -    რეგისტრაცია – 2026 წლის 13–22 ნოემბერი;

  -    ვრცელი თეზისის წარდგენის ბოლო ვადა – 2027 წლის 20 იანვარი.

 

აბსტრაქტის წარდგენის მოთხოვნები:

  -    ORCID იდენტიფიკატორი (მკვლევრის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი, რომელიც უსასყიდლოდ გაიცემა; მისი არქონის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია: https://orcid.org/register);

  -    ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია;

  -    ავტორის ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი;

  -    ნაშრომი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემაში განსახილველად წარდგენილი;

  -    ფაილი წარმოდგენილი უნდა იყოს DOC/DOCX ფორმატში;

  -    აბსტრაქტი (ქართულ ან ინგლისურ ენებზე, 100–150 სიტყვა), ციტატების, ცხრილებისა და ილუსტრაციების გარეშე;

  -    საკვანძო სიტყვები (3–5).

 

აბსტრაქტის ტექნიკური პარამეტრები:

  -    ფორმატი – A4;

  -    ველები – ყველა მხრიდან 2.54 სმ;

  -    სტრიქონებს შორის მანძილი – ორმაგი (2.0);

  -    შრიფტი – Sylfaen, ზომა 11;

  -    გასწორება – მარცხენა კიდეზე, ერთ აბზაცად, პირველი სტრიქონის შეწევის გარეშე;

  -    სათაური – Bold, ცენტრში (ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი – Title Case);

  -    ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID – სათაურის ქვემოთ, ცენტრში;

  -    საკვანძო სიტყვები – აბსტრაქტის ქვემოთ, დახრილი შრიფტით (Italic) შესრულებული წარწერით „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“.

 

ვრცელი თეზისის (Extended Abstract) წარდგენის მოთხოვნები:

  -    მოცულობა – 250–300 სიტყვა (სათაურის, ავტორის მონაცემების, საკვანძო სიტყვებისა და გამოყენებული ლიტერატურის გარეშე);

  -    ენა – ქართული ან ინგლისური, აბსტრაქტის ენის შესაბამისად;

  -    სტრუქტურა – შესავალი (პრობლემა და კვლევის მიზანი), მეთოდოლოგია, ძირითადი შედეგები, დასკვნები;

  -    ციტირება – დასაშვებია, APA 7-ის „ავტორი–თარიღი“ სისტემით (მაგ., (Author, 2020));

  -    გამოყენებული ლიტერატურა – არაუმეტეს 5 წყარო, ტექსტის ბოლოს, სათაურით „გამოყენებული ლიტერატურა“ / „References“, APA 7-ის შესაბამისად;

  -    ცხრილები და ილუსტრაციები – არ დაიშვება;

  -    საკვანძო სიტყვები – 3–5.

 

ვრცელი თეზისის ტექნიკური პარამეტრები:

  -    ფორმატი – A4;

  -    ველები – ყველა მხრიდან 2.54 სმ;

  -    სტრიქონებს შორის მანძილი – ორმაგი (2.0);

  -    შრიფტი – Sylfaen, ზომა 11;

  -    გასწორება – მარცხენა კიდეზე; აბზაცის პირველი სტრიქონის შეწევა – 1.27 სმ;

  -    სათაური – Bold, ცენტრში (ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი – Title Case);

  -    ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID – სათაურის ქვემოთ, ცენტრში;

  -    საკვანძო სიტყვები – სათაურისა და ავტორის მონაცემების ქვემოთ, დახრილი შრიფტით (Italic) შესრულებული წარწერით „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“;

  -    ლიტერატურის სია – ავტორის გვარის მიხედვით ანბანური რიგით; თითოეული წყაროს პირველი სტრიქონი იწყება მარცხენა კიდიდან, ხოლო მომდევნო სტრიქონები შეწეულია 1.27 სმ-ით (Hanging Indent).

 

წარდგენის წესი:

აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ონლაინფორმის მეშვეობით:

https://forms.gle/GRu6TZ3cMMnnL4H17

 

  -    ფორმაში მიუთითეთ ავტორის მონაცემები და ატვირთეთ აბსტრაქტი DOC/DOCX ფორმატში.

  -    ფაილის ასატვირთად საჭიროა Google-ის ანგარიში.

  -    მისი არქონის შემთხვევაში აბსტრაქტის გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე conference.thu@gmail.com და სათაურის ველში უნდა იყოს მითითებული: „VII Conference – მიმართულების ნომერი – გვარი“ (მაგ.: VII Conference – 3 – დადიანი).

  -    აბსტრაქტის მიღების შემთხვევაში ავტორებს სარეგისტრაციო ბმული ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ.

  -    ვრცელი თეზისის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულ ფოსტაზე conference.thu@gmail.com და სათაურის ველში უნდა იყოს მითითებული: „VII Conference – მიმართულების ნომერი – გვარი“ (მაგ.: VII Conference – 3 – დადიანი).

კონფერენციაში მონაწილეობა, ვრცელი თეზისების გამოქვეყნება და სრული ნაშრომების პუბლიკაცია ჟურნალში „შრომათა კრებული“ უფასოა.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრს: conference.thu@gmail.com

თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი