თჰუ პროფესორების მონაწილეობა აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულში - "Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024"
2024 წლის 2-დან 6 დეკემბრის ჩათვლით, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, და ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო სამსახურის უფროსმა - გიორგი ხარშილაძემ, მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg, Germany) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში - „Blended Total Immersion Week - Erasmus+ Blended Intensive Programme 2024“. კვირეულის განმავლობაში ჩატარდა ლექციები, ვორკშოპები, სამუშაო შეხვედრები, ექსკურსიები, ასევე ვიზიტი საწარმოებში. საერთაშორისო პროექტების კვირეულში მონაწილეობას იღებდნენ ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და სტუდენტები გერმანიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან და საფრანგეთიდან.
კვირეულის ფარგლებში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ, ლექციები ჩაატარეს „ბიზნესისა და სამართლის“ პროგრამის სტუდენტებთან. ლექციების თემატიკა შეეხებოდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს საქართველოსთვის; საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებაში; ევროკავშირის როლს საქართველოში დიგიტალიზაციის პროცესში (Road to the EU and EU accession criteria for Georgia; Digitalisation in Georgia – Role of the EU; Leveraging EU Support for Georgia’s Digital Workforce).
საერთაშორისო კვირეულის პერიოდში, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა და ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ, აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსთან - ერნსტ შულთენთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა სემესტრის სტუდენტებთან. მათ გააცნეს სტუდენტებს ინფორმაცია და ვიზუალური მასალა 2024 წლის ივლისში ჩატარებული ერთობლივი ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლის შესახებ, გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები და საქართველოსთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო დეტალები.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ლექციებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდა აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის Linkedin გვერდზე:
https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7272127936495771649/
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
ვრცლადპროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
2020 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა თჰუს ასოცირებლი პროფესორის მარიკა შავლაყაძის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი...
ვრცლადსაჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“
2020 წლის პირველ ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...
ვრცლად
