Erasmus+ ვებინარები: ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება 24.03.2026

Erasmus+ ვებინარები: ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი აქტიურად ჩაერთო Erasmus+-ის  ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ ვებინარების ციკლში.

6 და 16 მარტს გამართული ონლაინ შეხვედრები დაეთმო Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: ორგანიზაციის რეგისტრაციასთან და აპლიკაციის წარდგენის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მოთხოვნები, საპროექტო განაცხადის მომზადების ეტაპები, პროგრამის ციფრული ინსტრუმენტებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო პარტნიორების მოძიებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების სტრატეგიებს.

ვებინარების თემატიკა  ეძღვნებოდა შემდეგ სპეციფიკურ თემებ:

  • I ვებინარი – Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ;
  • II ვებინარი – Erasmus+-ის პროგრამასთან დაკავშირებული სპეციფიკური მხარდაჭერა დამწყებთათვის;
  • III ვებინარი – Erasmus+ პროგრამის ადმინისტრაციული მოთხოვნები;
  • IV ვებინარი – Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებული რესურსებისა და ტექნიკური მექანიზმების გამოყენება;
  • V ვებინარიროგორ მოვძებნოთ პარტნიორები Erasmus+ პროგრამაში.

მსგავსი ტიპის აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ზრდის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ქმნის ახალ პლატფორმას საერთაშორისო აკადემიური კავშირების გასამყარებლად. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის, რაც ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი პერსპექტივებისა და განვითარების შესაძლებლობების გარანტიაა.

მსგავსი სიახლეები

23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან! 23.09.2019

23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან!

23 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 28.01.2023

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის,  მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰ...

ვრცლად