გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში 21.05.2026

გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მობილობა Medical University – Sofia (MUS) -ში (სოფია, ბულგარეთი) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტომატოლოგიის ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი პროგრამების მე-2 , მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.

ძირითადი მოთხოვნები და პირობები:

  • ენის ფლობა: ინგლისური ენის B1-B2 დონე.
  • კრედიტების აღიარება: ბულგარეთში მიღებული კრედიტები სტუდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უღიარდება.
  • დაფინანსება: Erasmus+ შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.
  • საკუთარი ხარჯები: საცხოვრებელ, კვებისა და სხვა პირად ხარჯებს სტუდენტი ფარავს თავად.

რეგისტრაცია და შერჩევა:
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

https://www.fdm.mu-sofia.bg/en/students/education-programmes/

https://www.fdm.mu-sofia.bg/en/erasmus-and-projects/student-mobility-for-studies/

 

მსგავსი სიახლეები

კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად! 12.12.2017

კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...

ვრცლად
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა 22.11.2022

სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...

ვრცლად