სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თჰუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 19.06.2026

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თჰუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის (ხელ-ლი: პროფ. მ. სალხინაშვილი) მხარდაჭერით,  2026 წლის 16 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი“. ლექციას უძღვებოდა სამართლის დოქტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ყანდაშვილი.

ბატონმა ირაკლიმ დეტალურად ისაუბრა საადვოკატო საქმიანობის ძირითად ამოცანებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნულ პროფესიაში წარმატების მისაღწევად. საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, სტუდენტთა მაღალი დაინტერესებითა და ჩართულობით.

შეხვედრის ფორმატში თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სამართლის საბაკალავრო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერა,   პრაქტიკაზე დაფუძნებული სამართლებრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა და საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკის  საქმიანობის გაძლიერება.

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 22.06.2021

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...

ვრცლად
ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში 29.10.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ  Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 08.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და...

ვრცლად